ქუთაისის აეროპორტში შვიდი ახალი ავიამიმართულება – პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი და ვენა ემატება

53

ავიაკომპანია Wizz Air 17 მაისიდან იწყებს რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით და ავიამიმოსვლასბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით.

აღნიშნული სიახლის აღსანიშნავად, 17 მაისს, 15:30 საათზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს საზეიმოდ დახვდება Wizz Air-ისმარკეტინგის ხელმძღვანელი იოჰან ეიდჰაგენი, რომელიც დამსწრეთა წინაშე შემაჯამებელი მიმართვით წარდგება. საზეიმო ცერემონიის პარალელურად, შეხვედრა გაიმართება მედიის წარმომადგენლებთან.

კომპანიის ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში გამგზავრება 49,99 ლარად/29,99 ევროდაც იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კომპანია 17 მაისს ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდსამატებს. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 36 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.

Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერაციები 2012 წელს დაიწყო.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here