“არცთუ შორეულ მომავალში ფული მხოლოდ ელექტრო სახით იარსებებს” – რას პროგნოზირებენ ასტროლოგები მომდევნო 7 წლისთვის

70

არცთუ შორეულ მომავალში ფული მხოლოდ ელექტრო სახით იარსებებს. ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს.

“ურანი ვერძის ნიშნის დატოვებს და კუროში გადავა, სადაც ის 2026 წლის მაისამდე იმოძრავებს, ასეთი ვრცელი პერიოდი განპირობებულია იმით, ურანი მძიმე პლანეტათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკმაოდ ნელა მოძრაობენ. გადასვლა როგორც ვთქვით ამ კვირაში მოხდება, კერძოდ 15 მაისს. თუმცა მას მერე რაც აგვისტოს თვეში რეტროგრადულობის ფაზაში გადავა, კუროს მე-3 გრადუსიდან უკუსვლით იწყებს მოძრაობას და ნოემბერში დროებით კვლავ ვერძის ნიშანში დაბრუნდება, სადაც მომავალი წლის მარტამდე დაჰყოფს. რის შემდეგ უკვე საბოლოოდ გადმოვა კუროში მთელი 7 წლით.

რომ გავაანალიზოთ რას მოიტანს ურანის ასეთი მოგზაურობა, უნდა გავიხსენოთ რა თემებს განაგებს კუროც და თავად ურანიც.

ასტრომოყვარულებმა კარგად იციან, რომ კუროს ზოდიაქოს ჩვენი რესურსების მართვა აბარია. რესურსებში იგულისხმება როგორც ფიზიკური ძალ-ღონე, ამტანიანობა, ისე მატერიალური შემოსავლები, ფინანსები.

რაც შეეხება ურანს, ის ცვლილებების და სიახლეების პლანეტაა. ურანი მართავს მოულოდნელობებს, მის განკარგულებაშია ბუნების ისეთი მოვლენაც, როგორიც გახლავთ ელვა, შესაბამისად ელექტროობაც ურანის განკარგულებაშია,. ისევე როგორც თანამედროვე და სუპერ ახალი ტექნოლოგიები. ურანის თემებია ასევე კოსმონავტიკაც, ავიაციაც, ასტროლოგიაც, ასტრონომიაც და ფიზიკაც.

ალბათ უკვე ხვდებით, რომ მომდევნო წლებში, ვიდრე ურანი კუროში იმოძრავებს, ყველა აქ ჩამოთვლილ თემებში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. მოხდება მოულოდნელი ტექნოლოგიური აღმოჩენები, მნიშვნელოვნად შეიცვლება მსოფლიო ფინანსური სისტემა.

ამ უკანასკნელის კუთხით მოსალოდნელია ელექტრონული ვალუტის კიდევ უფრო სერიოზული დამკვიდრება ბრუნვაში. შესაძლოა ამ ტენდენციას წელს ძალზე გამოკვეთილი ხასიათი არ ჰქონდეს, რადგან როგორც ვთქვი, ურანი 2018 წელს მხოლოდ რამოდენიმე თვეს დაჰყოფს კუროში, ალბათ საუბარი იქნება პირველ ნაბიჯებზე, თუმცა გაისიდან მოყოლებული ეს პროცესი სულ უფრო მეტად გააქტიურდება და მე სრულიად დასაშვებად მივიჩნევ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ფული, როგორც ასეთი მხოლოდ ელექტრო სახით იარსებებს. ქაღალდის კუპიურები და ლითონის მონეტები კი კერძო კოლექციების და ნუმიზმატიკის მუზეუმების კუთვნილება გახდება.

მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ურანის გადასვლა კუროში ადამიანური ფასეულობების და პირადი თავისუფლების გამოვლინების თემებს შეეხება. ანუ იმას, რასაც უშუალოდ განკარგავს ურანი. მაგრამ კურო სტაბილურობის, უკვე არსებული დაფიქსირების ნიშანია, მას არ უყვარს ცვლილებები, რომელიც კონსერვატორულ გარემოს ანგრევს, კომფორტის ზონიდანმ გამოჰყავს. და როცა ორი ასეთი ურთერთ საწინააღმდეგო ენერგია ეჯახება ერთმანეთს, ნაპერწყლები ცვივა, ნაპერწკალიდან კი ალი აინთება. ვფიქრობ, სიახლეების დამკვიდრების მოტივაციით არაერთ მცირე თუ დიდი მასშტაბის რევოლუციას ვიხილავთ მსოფლიოს მასშტაბით…

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ვისთვის იქნება ხელსაყრელი ურანის კუროში ყოფნა, იკითხავთ ალბათ თქვენ.

პირველყოვლისა კუროებისა და მერწყულებისთვის! სასიხარულო ძვრები შეეხებათ ასევე ქალწულებს, თხისრქებს, კირჩხიბებს და თევზებს, ასევე მათაც ვისაც კუროში მნიშვნელოვანი პლანეტები ჰყავთ” – ამბობს ასტროლოგი.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here