არ გვინდა ქართველებმა იარონ დახეული ჯინსებით, გამოგლეჯილი შარვლებით – ოჯახის სიწმინდის დასაცავად გამართული აქცია დასრულებულია

86

ოჯახის სიწმინდის დასაცავად გამართული აქცია სამების საკათედრო თაძარში დასრულდა. ისინი საქართველოს პატრიარქმა დალოცა.

დღეს დილით, 40 ეპარქიიდან მრევლი ავტობუსებით ჩამოიყვანეს. მსვლელობა დაახლოებით 12:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყო.

აქციას შეუერთდა პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო.

„დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, ეს მნისვნელოვანია ნებისმიერი ქართველისთვის, რომლისთვისაც ოჯახი ძვირფასი არის. დანარჩენ საქართველოს ვეუბნებით, თუნდაც ჩვენი ფორმით, რომ გვინდა, რომ ასე იარონ ქართველებმა და არა დახეული ჯინსებით, გამოგლეჯილი შარვლით“- ამბობს აქციის მონაწილე ქეთევან ირემაშვილი.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here