აშშ-ში კაცი ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

18

ამერიკის შტატ ფლორიდაში კაცი ელექტრონული სიგარეტის (ვეიპი) აფეთქების შემდეგ გარდაიცვალა. ინციდენტი 5 მაისს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტალმაჯ დ’ელის ელექტრონული სიგარეტი ხელში აუფეთქდა და მისი ნაწილები კაცს თავში შეერჭო. აფეთქების გამო დ’ელიმ 80%-ის დამწვრობა მიიღო.

შტატების სახანძრო სამსახურის ინფორმაცით, 2009 წლიდან 2016 წლამდე აშშ-ში ელექტრონული სიგარეტის აფეთქების 195 შემთხვევა დაფიქსირდა. უმეტეს შემთხვევაში აფეთქების მიზეზი აკუმულატორი იყო.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here