გია კორკოტაშვილი “პრევენციის მიზნით,” მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს

69

„ქართული იდეის“ წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქციას გამართავენ.

გია კორკოტაშვილი ამბობს, რომ „ქართული იდეის“ წევრები და მათი მომხრეები ადმინისტრაციასთან პრევენციის მიზნით შეიკრიბებიან, რადგან კორკოტაშვილი ფიქრობს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მაინც შეიკრიბონ.

„ქართული იდეის“ წარმომადგენლების აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, „თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას აღარ გამართავს.

ცნობილია, რომ “ქართული მარში” აქციას იმ შემთხვევაში, გამართავს, თუ ლგბტ თემის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here