“დამფუძნებელი ვარ, არ ვარ ჩახედული კლუბის საქმიანობაში“ – ღამის კლუბ „გალერის“ დამფუძნებელი მოწმის სტატუსით დაკითხეს

42

კაფე „გალერის“ დამფუძნებელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ალექსანდრე ანთაძის განცხადებით, მას ზოგადი კითხვები დაუსვეს, ნარკოტიკებთანდ დაკავშრებით კი არაფერი უკითხავთ. მისი თქმით, ის გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. ანთაძის გამოკითხვა ორ საათს გაგრძელდა.

„ჩვეულებრივი კითხვები იყო შპს-ზე და ასე შემდეგ, საქმიანობა, როდის დაფუძნდა, ვინ მუშაობს და ასე შემდეგ, მეტი არაფერი. მე დამფუძნებელი ვარ, კარგად არ ვარ ჩახედული კლუბის საქმიანობაში“, – აღნიშნა ანთაძემ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here