თბილისში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მერვეკლასელმა გოგონამ მეცხრეკლასელ ბიჭს დაზიანება მიაყენა

73

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-8 და მე-9 კლასების ორ მოსწავლეს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მერვეკლასელმა გოგონამ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს, რომელიც, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here