იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

25

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენისთვის, განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციად განისაზღვრება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროში სალიცენზიო პირობების შესრულების, ასევე, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლი. შესაბამისად, ამ სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ოქმებს უნდა ადგენდეს სააგენტო, მისთვის კანონმდებლობით გადაცემული კომპეტენციიდან გამომდინარე.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, წიაღის ეროვნულ სააგენტოს ენიჭება კომპეტანცია სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა – უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო წინადადების მიზანია მოხდეს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციის დახვეწა. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here