მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს პირი, რომელმაც სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

116

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახალგაზრდა აქციაზე მივიდა და სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.

ამასთან, აქციის დაშავებულ გამომსვლელს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here