“ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს სამი პირი დააკავეს

43

შსს-ს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ერთი პირი კი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here