პატრიარქი – ოჯახია საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები

43

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქმა სამების ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ამაღლების დღესასწაულსა და ასევე, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეზე ისაუბრა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს –  ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სიხარული გაუგებარია, როცა საყვარელი პიროვნება გშორდება შენ, მაგრამ მოციქულებს მუდამ ახსოვდათ – „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულისა“, დღესაც მაცხოვარი ჩვენი ჩვენთან არს. მადლობა უფალს დიდი წყალობისთვის.

დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე. ოჯახია საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები“, – აღნიშნა პატრიარქმა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here