პრინცი ჰარის საცოლის მეგან მარკლის მამა სამეფო ქორწილს არ დაესწრება

155

სამეფო ქორწილამდე 3 დღით ადრე, პრინცი ჰარის საცოლე მეგან მარკლი ადასტურებს, რომ მისი და პრინცი ჰარის სამეფო ქორწილს მამამისი არ დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემ ოფიციალურად გაავრცელა.

„სამწუხაროდ, მამაჩემი არ დაესწრება ჩვენს ქორწილს. მე ყოველთვის მადარდებდა მამაჩემის ჯანმრთელობა და ვიმედოვნებ, მას ექნება ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინს მხარი დამიჭირა. გთხოვთ, გაიგოთ, როგორ ველოდებით მე და ჰარი ჩვენთვის განსაკუთრებული დღის თქვენთან გაზიარებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here