რამდენი პენსიონერი ჰყავს საქართველოს და რამდენს ხარჯავს სახელმწიფო მათ შემწეობებზე?

159

აპრილის თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოს 735 600 პენსიონერი ჰყავს, რომლებიც ყოველთვიურად, სოციალური შემწეობის სახით, 180 ლარს იღებენ სახელმწიფოსგან.

სტატისტისკის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ადამიანების 180-ლარიან პენსიაზე ყოველთვიურად 133 475 122 ლარი გადის, თუმცა უშუალოდ პენსიებზე 132 408 287 ლარი იხარჯება.

სახელმწიფო ბიუჯეტი 1 066 835 ლარს – მომსახურების საფასურს, „ლიბერთი ბანკს“ უხდის, სადაც პენსიონერები საკუთარ ყოველთვიურ შემწეობას იღებენ.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერთი ბანკი“ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში უალტერნატივოდ იმარჯვებდა და იმარჯვებს. 2002 წლიდან მოყოლებული დღემდე, „ლიბერთი ბანკი“ ვერც ერთმა სხვა ბანკმა ვერ ჩაანაცვლა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here