რომან გოცირიძე – ადამიანებს ქუჩაში გამოსვლა ეშინიათ, ეს არის სამარცხვინო!

127

“მთავრობა დამნაშავეა იმაში, რომ ის ვერ იცავს კონსტიტუციას. არ აძლევს ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალებას, როგორიც არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძე განმარტავს, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ადამიანები შიშის გამო ქუჩაში ვერ გამოდიან.

“ის, რომ პოლიციის კორდონით იქნება მოძალადების მხრიდან მეორე მხარე დაცული, ეს არაფერის ნიშნავს. მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდონს მიღმა. გაშორიშორება კი არ არის ხელისუფლების ამოცანა, ხელისუფლების ამოცანა კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის უფლების დაცვაა. ვერ იცავს ამას და ადამიანებს ქუჩაში გამოსვლა ეშინიათ. ეს არის სამარცხვინო.

ხელისუფლებამ შექმნა ზონდერ ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები. მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება. როდესაც ამ უფლებას ვერ იყენებს, ამას იყენებს ბრბო და და აგრესიული ადამიანები. სწორედ აგრესიული ადამიანების ზემოქმედების შედეგად ვერ გამოდიან სხვა სახის აქტივისტები ქუჩაში. ამას მიაღწია დღეს ხელისუფლებამ. ამ პროცესებში პირდაპირ ბრალი მთავრობას მიუძღვის “,- განაცხადა გოცირიძემ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here