საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება

13

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ჩინური კომპანიის Emeishan Gongping Environmental Technology წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და სამინისტროს წარმომადგენლებს საწარმოს მნიშვნელობის და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა საბურავებისა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებას ითვალისწინებს.

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ნარჩენი საბურავების რაოდენობა 13 500 ტონას შეადგენს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს.

ჩინური კომპანია, საწყის ეტაპზე, 25 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საწარმოს გახსნის საკითხი უახლოეს მომავალში განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here