საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა

19

საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

გადაწყვეტილება საბერძნეთში, კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამოცხადდა. მასპინძლობის კანდიდატი მხოლოდ საქართველო იყო.

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here