სეულიდან თბილისში პირველი პირდაპირი ავიარეისი სრულდება

33

სეულიდან თბილისში პირველი ჩარტერული პირდაპირი ავიარეისი სრულდება. სამხრეთ კორეიდან საქართველოში ავიაკომპანია Korean Air-ის თვითმფრინავით დაახლოებით 200 ტურისტი მოფრინავს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს 17:35 საათზე ელოდებიან.

ბორტზე იმყოფება სამხრეთ კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი, რომელმაც სეულის აეროპორტში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“წამყვანი კორეული ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ პირველი ისტორიული ჩარტერული ფრენა სეული-თბილისის მიმართულებით, რომლის საშუალებითაც ჩვენს ქვეყანას 200-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა. ასევე იგეგმება დამატებითი პირდაპირი ფრენების განხორციელება ამა წლის 24 და 31 მაისს”, – წერს ბერძენიშვილი.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here