სოციალური მედიის პროფესიონალური მართვა adsocial-ისგან- უნივერსიტეტის კედლებში გაჩენილი იდეა წარმატებულ პროექტად იქცა

166

უნივერსიტეტის კედლებში გაჩენილი იდეა  წარმატებული სტუდენტების მიერ საინტერესო და განვითარებად პროექტად იქცა. სოციალური მედიის პროფესიონალურ დონეზე მართვა ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ქართულ ბაზარზე ონლაინ მარკეტინგმა სულ ცოტა ხნის წინ მოიკიდა ფეხი და საკმაოდ ნაკლებკონკურენტულია. თანამედროვე სამყაროში ციფრული მარკეტინგი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. ონლაინ-სივრცე ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, ამიტომ საჭიროა მუდმივი ძიება და კავშირი სიახლეებთან.

Adsocial-ი წარმოადგენს სტარტაპ პროექტს, რომელიც სწორედ სოციალური მედიის პროფესიონალურ დონეზე მართვას გთავაზობთ.

„ჩვენ გვაქვს უამრავი გეგმა და იდეა. პირველ ეტაპზე Adsocial-ი კომპანიებს სთავაზობს მაღალ ხარისხიან მომსახურებას და ცდილობს ხელი შეუწყოს ამ სფეროში სტანდარტების გაუმჯობესებასა და საზოგადოების ინფორმირებულობას”, – განაცხადა “2020NEWS”-თან საუბარში შოთა თელიაშვილმა.

„Adsocial-ის გუნდი ჯერჯერობით ექვსი ადამიანისგან შედგება და ისინი თავის საქმის პროფესიონალები არიან. ჩვენს მთავარ ბექგრაუნდს გამოცდილება წარმოადგენს. ჩვენ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ  ონლაინ მომსახურების სრულ პაკეტს, საკმაოდ მისაღებ ფასებში, სხვათაშორის. რაც მთავარია, ვქმნით უნიკალურ კონტენტს და ვამყარებთ აქტიურ კომუნიკაციას მომხმარებელთან. აღსანიშნავია ისიც, რომ adsocial-ი იზრუნებს თქვენი გვერდების SEO ოპტიმიზაციაზე“, – განაცხადა 2020NEWS-თან საუბარში Adsocial-ის დამფუძნებელმა შოთა თელიაშვილმა.

„ჩვენ დავიწყეთ ტრენინგების ჩატარებაც, რადგან ვთვლით, რომ ეს აუცილებელია. უკვე შედგა პირველი ტრენინგი სახელწოდებით -“ციფრული სამყაროს შვიდი საიდუმლო”, რომლის წარმატებით დასრულებამ გააჩინა იდეა, რომ ეს ყოფილიყო პერმანენტული. შესაბამისად, ონლაინ მარკეტინგში SEO-ს პრინციპების აუცილებლობიდან გამომდინარე,  ვიწყებთ seo ტრენინგ კურსს ამ მიმართულებითაც.

Adsocial-ი მუდმივად თვალს ადევნებს ტექნიკურ სამყაროში მიმდინარე სიახლეებს და მათ შესახებ ამზადებს სტატიებს. ბლოგი გათვლილილა ყველა იმ ადამიანისთვის,  ვისაც აინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები.

„ჩვენ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ყოველ პარასკევს ლაივ ჩართვებს, სადაც განხილული იქნება კვირის მთავარი სიახლეები ციფრულ სამყაროში. ყველას ექნება შესაძლებლობა კითხვები დასვას, ჩაერთოს დისკუსიაში და შემოგვთავაზოს სასურველი თემები, რომლების განხილვაც  მათთვის საინტერესო იქნება. ჩვენ ვაპირებთ გაფართოებას და ახალი იდეების განხორციელებას”, – აცხადებს შოთა თელიაშვილი.

 

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here