შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსმენა 18 მაისს, 16.00 საათზე გაიმართება

41

საკანონმდებლო ორგანოში, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოსმენა პლენარულ სხდომაზე, 18 მაისს 16.00 საათზე გაიმართება. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც 17-18 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა.

ვიცე-პრემიერი გამოსვლისას ისაუბრებს:

2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ;

შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ;

2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

კანონმდებლები დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავენ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროში – სალიცენზიო პირობების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანისთვის. კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს კომპეტენციის საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან დაკავშირებით.

დეპუტატები, I მოსმენით განიხილავენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის ასევე, პარლამენტის წევრების – ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here