11-ე ბატალიონი “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო

30

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 11-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

11-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ 31-ე ბატალიონის მეთაურისგან, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა ადუაშვილისგან საბრძოლო დროშა ჩაიბარა. ქართული ქვედანაყოფი მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში სამშვიდობო მისიას აშშ-ის არმიის ტაქტიკური დაჯგუფება „Manchu”-ს დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულებს.

ღონისძიების ფარგლებში ქართველი მშვიდობისმყოფლები სამშვიდობო მისიის მედლებით დაჯილდოვდნენ. მისიაში ღირსეული და გამორჩეული მსახურისათვის, ტაქტიკური დაჯგუფება „Geronimo“-ს მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კრისტოფერ დემურემ წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი მედლები გადასცა. ცერემონიალის ბოლოს, ქართულმა და კოალიციური ჯარების წარმომადგენლებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გაუცვალეს.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე, აშშ-ის არმიის ტაქტიკური დაჯგუფება „Manchu”-ს მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი, ასევე ჩეხეთის, პოლონეთის და ავღანეთის ეროვნული არმიის მოკავშირე ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here