ხურვალეთში პოლიციელი სამხედრო პირს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

52

ხურვალეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

2018 წლის 18 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითს, 1995 წელს დაბადებულ ვ. მ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ავტოავარია ხურვალეთში დღეს საღამოს მოხდა. გარდაიცვალა დიცის მკვიდრი, 23 წლის ვაჟა მინდიაშვილი, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო.  ის ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში სტუმრად მიდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here