პეტრო პოროშენკომ დსთ-დან უკრაინის წარმომადგენელი გაიწვია

41

უკრაინის წარმომადგენლები დსთ-დან გაიწვიეს. უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში აღარაფერი ესაქმება, რადგან ის ევროპისკენ მიდის.

მაისის დასაწყისში უკრაინის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა დსთ-ის ნორმატიული ორგანოები უნდა დატოვონ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი სახელმწიფოთაშორისო კომისიების გაუქმება დაევალა.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, უკრაინის წარმომადგენლები დსთ-ის ღონისძიებებში არ მონაწილეობდნენ და მის ორგანოებშიც მინიმალურად იყვნენ წარმოდგენილი.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here