რატომ დამალა საპატრიარქომ 2008 წლის ომის დროს მსოფლიო პატრიარქის გზავნილი

622

2008 წლის აგვისტოს დღეებში მსოფლიო ლიდერებთან ერთად მსოფლიო პატრიარქიც მხარდაჭერას გვიცხადებდა. ამის შესახებ ,,რუსთავის 2″-ის გადაცემა ,,P.S”-ში გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა სპეციალური წერილი გამოგზავნა საქართველოს საპატრიარქოში, რომელშიც ქართველებს მომართავდა და ამხნევებდა. საპატრიარქომ კი წერილი არ გამოაქვეყნა. “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტს კამერებს მიღმა უპასუხეს, რომ წერილის შინაარსი არ მოეწონათ.

სავარაუდოდ, წერილის დამალვის მიზეზი იყო ის, რომ რუსეთის გაღეზიანება არ გამოეწვია. მაშინაც კი როცა რუსეთი თავს ესხმოდა საქართველოს.

,,თქვენის მეშვეობით შევიტყვე, რომ ასეთი წერილი არსებობს. მე გავეცანი წერილის შინაარს და ვფიქრობ, რომ ის მისაღებია. მინდა მადლობა მოვახსენო მის უწმინდესობას მსოფლიო პატრიარქს იმ მძიმე დღეებში ასეთი მხარდაჭერის გამოხატვისთვის. ის, რომ ეს წერილი მიზანმიმართულად არ გამოქვეყნებულიყო და საცნაური არ გამხდარიყო საზოგადოებისთვის, ამისთვის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ”, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here