1 მლრდ დოლარის მოპარვაში ბრალდებული ჰაკერი ესპანეთში დააკავეს

69

ესპანეთში ჰაკერების ჯგუფის „კარაბანაკი“ ლიდერი დააკავევს. ამ კრიმინალურმა დაჯგუფებამ სახელი იმით გაითქვა, რომ 40 ქვეყანაში 100–ზე მეტი ბანკი გაძარცვეს და მოპარულმა თანხამ $1 მლრდ–ს მიაღწია.

ჰაკერის დასაკავებლად ჩატარებულ საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილებდნენ აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიურო, ევროპის ბანკების ფედერაციის წარმომადგენლები და ესპანეთის, რუმინეთის, ბელარუსის და ტაივანის სპეცსამსახურები. დაკავებულის ვინაობას ამ დრომდე არ ასაჯაროებენ.

ჰაკერების ჯგუფი 2013 წლიდან გამოჩნდა ქსელებში. ჯგუფი წევრები საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლებს მავნებლური პროგრამებით Anunak და Carbanak უტევდნენ.

ინფიცირებული ბმულებით აღჭურვილი წერილები ბანკების თანამშრომლების ლოკალურ ქსელებში ვრცელდებოდა და სისტემაში მოხვედრისას ბოროტმოქმედებს საშუალებას აძლევდა, კონკრეტულ დროს მითითებული თანხა გაეცა ბანკომატებს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here