უკრაინელი ფეხბურთელი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა

34

უკრაინის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების დროს ახლო წარსულში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი ანდრეი მასლოვი დაიღუპა.

40 წლის სპორტსმენი გორლოვკასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. მან სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, ექიმებმა მასლოვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მასლოვს რამდენიმე გუნდში აქვს ნათამაშები – “გორნიაკ სპორტ 2″-ში, არმიანსკის “ტიტანსა” და “ოლკომში“, ასევე ყველაზე ცნობილ საფეხბურთო კლუბებში, უკრაინის პრემიერლიგის “ხარკოვი” და დონეცკის “მეტალურგი” .

საფეხბურთო კარიერაში მასლოვმა 74 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here