თეთრი სახლი მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

60

თეთრი სახლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდნეტ მაიკ პენსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, გასულ წელს მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს თავის რეზიდენციაში უმასპინძლა.

„ორივემ დაადასტურა აშშ-საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მისიასა და გლობალურ უსაფრთხოებაში. ვიცე-პრეზიდენტმა მიულოცა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი, დაუდასტურა აშშ-ის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. ორივე ლიდერმა პირობა დადო, რომ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას მომავალშიც გააგრძელებენ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here