თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

50

თურქეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. 26, 28 და 31 წლის მამაკაცი იზმირში აიყვანეს. მათ ბრალად სულ მცირე 6 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ.

გამოძიების ცნობით, მათ 90 ათასი თურქული ლირას ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

პოლიციის ცნობით, დამნაშავეების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

სამართალდამცველების განცხადებით, იზმირში გაქურდული 6 სახლის კარი იდენტური მეთოდით არის გახსნილი.

დაკავებულების ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულია სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც ისინი კარის საკეტს ხსნიდნენ.

სამივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here