ირაკლი შოთაძე ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატს ხვალ შეხვდება

68

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე  ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატს ხვალ შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს განაცხადა, რომ მზად არის ზაზა სარალიძეს შეხვდეს.  როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, იგი მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here