რატომ ითხოვდა დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას?

144

“მე ვითხოვდი შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას. ეს ჩემი სურვილი არანაირ კავშირში არ იყო იმასთან, რომ მე რაიმე ეჭვი მქონდა თითქოს რაღაცას მიმალავდნენ ან თუნდაც გამოძიება არ მიმდინარეობს ისეთი ინტენსივობით როგორიც საჭიროა. მე მისთვის მქონდა ერთი ფაქტის შესახებ სათქმელი”, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც გუგეშაშვილი განმარტავს, მისი ორი შემოფრენა ბორისპოლის კიევის აეროპორტიდან საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნტზე გაყალბებულია.

“მე ვითხოვდი შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას. ეს ჩემი სურვილი არანაირ კავშირში არ იყო იმასთან, რომ მე რაიმე ეჭვი მქონდა თითქოს რაღაცას მიმალავდნენ ან თუნდაც გამოძიება არ მიმდინარეობს ისეთი ინტენსივობით როგორიც საჭიროა. მე მისთვის მქონდა ერთი ფაქტის შესახებ სათქმელი. გუშინ საღამოს კი შედგა ხანგრძლივი შეხვედრა არა შს მინისტრთან, არამედ მის პირველ მოადგილესთან ბატონ საბანაძესთან და ქალაქის პირველ პოლიციელთან.

ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ჩემი ორი შემოფრენა ბორისპოლის კიევის აეროპორტიდან არის გაყალბებული სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოში და არის მითითებული, რომ თითქოს მე ერთი შემოფრენა მაქვს სანკტ-პეტერბურგიდან და მეორე მოსკოვიდან. ეს ჩემი მეგობრების მეშვეობით გახდა ცნობილი საქმის მასალებში არ არის. ამიტომ ვითხოვდი შს მინისტრთან შეხვედრას”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ და შვილი მოუკლეს. გუშინ პოლიციის სამართველოში დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here