ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის განხილვა გადაიდო

68

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალისთვის გადაიდო.

დღევანდელ პროცესზე სამედიცინო ექსპერტი უნდა დაეკითხათ, რომელმაც ჩვენება უნდა მისცეს გარდაცვლილების სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების შესახებ.

პარალელურად საპროტესტო აქციებს აანონსებს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, რომელიც მიიჩნევს, რომ გამოძიება რეალურ მკვლელებს ხელს აფარებს.

სარალიძე ამბობს, რომ ბოლო დღეებია, მას უთვალთვალებენ. როგორც პროკურატურის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოკვლევა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here