3 ტონა კოკაინი გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულია 11 პირიდან ერთი ქართველია
3 ტონა კოკაინი გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულია 11 პირიდან ერთი ქართველია

A+ A-

18:03 15/02/2019

პორტუგალიის სანაპიროსთან 3 ტონა კოკაინი ამოიღეს. დაკავებულია 11 ეჭვმიტანილი, რომელთა შორის ერთი ქართველია. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ასევე, დაკავებულთა შორის არიან უკრაინის რვა მოქალაქე, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის მოქალაქეები. ესპანეთის პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკი გემით ესპანეთში გადაჰქონდათ.

ტვირთი პორტუგალიის უსაფრთხოების ძალებმა ატლანტიკის ოკეანეში, პორტუგალიის სანაპიროდან 150 მილის მოშორებით დააკავეს. გამოძიება 15 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ნარკოტიკი სამხრეთ ამერიკიდან იყო ტრანსპორტირებული.

მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონ ევროს შეადგენდა. ოპერაცია 29 იანვარს ჩატარდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გასაჯაროვდა.