კიევში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ტურისტები ქართველები არ აღმოჩნდნენ
კიევში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ტურისტები ქართველები არ აღმოჩნდნენ

A+ A-

15:28 17/02/2019

კიევში ქურდობისთვის დაკავებული ტურისტები ქართველები არ აღმოჩნდნენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ოთხი პირის დაკავებაა ასახული. გამოცემა წერდა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში ტურისტებად ჩავიდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ, პოლიციამ გვიან ღამით დააკავა.

მათგან სამი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ერთის განცხადებით კი, მას თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მათ ინფორმაცია უკრაინელ კოლეგებთან გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ დაკავებული ტურისტები არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და უკრანულმა მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.