ქირურგიის ეროვნული ცენტრში პაციენტს სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოუჩინეს
ქირურგიის ეროვნული ცენტრში პაციენტს სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოუჩინეს

A+ A-

×

16:55 20/02/2019

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე პირები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

საქმე ეხება ეგვიპტის მოქალაქე ვაგდია ელკორაესა და ქირურგიის ეროვნული  ცენტრის თანამშრომლებს შორის მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

ეგვიპტის მოქალაქე ვაგდია ელკორაე, რომლის მამაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობს, დაცვის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მამამისს ექიმები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და ამის გამო ჩივილს აპირებდა, რასაც მოჰყვა მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა.

მისი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც  მამის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა და საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.

"დავინტერესდი მამის მდგომარეობით, შევამოწმე და სიბინძურეში ჰყავდათ, ვთხოვე პერსონალს დაებანათ, მაგრამ უარი გვითხრეს, შემდეგ ვუთხარით, რომ ჩვენ მივხედავდით, მაგრამ მაინც უარი გვითხრეს. შემდეგ ჩემმა ნათესავმა აიღო ხელსახოცი და ცდილობდა გაწმენდას. ამ დროს აღმოაჩინა მატლი, ყველგან მატლები იყვნენ, ფეხის გარშემო, ზურგში. ეს ყველაფერი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხდა. გამოიძახეს პოლიცია, ჩვენ მივედით და რეანიმაციის თანამშრომელს დაველაპარაკეთ, მაგრამ ექიმმა მამაჩემის ნახვის უფლება არ მოგვცა. ექიმი გვეჩხუბებოდა, ბოლოს მცემა,"- აცხადებს ვაგდია ელკორაეიმ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ,  რომ პაციენტის შვილი აგრესიული იყო.

საავადმყოფოს ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ მთავარი მტკიცებულება - მატლი კლინიკაში თავად ეგვიპტის მოქალაქემ მიიტანა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მისთვის ექიმებსა და დაცვის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

კლინიკის წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.