"ევროპული საქართველო“ ბესელიას ინიცირებულ კანონოპროექტს მხარს უჭერს
"ევროპული საქართველო“ ბესელიას ინიცირებულ კანონოპროექტს მხარს უჭერს

A+ A-

14:16 21/02/2019

“ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ მიუხედავად შინაარსობრივი შენიშვნებისა, სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის შეძრომას წინააღმდეგობა ყველამ უნდა გაუწიოს.

"აქ საკითხი ეკა ბესელიას ან რომელიმე ჯგუფის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას არ ეხება. ეს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ის, „ქართული ოცნების“ შიგნით რა ხდება და ერთმანეთთან ვინ რას არკვევს. სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის შეძრომას, მით უმეტეს უვადოდ, ყველა ფორმით წინააღმდეგობა ყველამ უნდა გავუწიოთ მიუხედავად იმისა, შინაარსობრივად რა შენიშვნები გვაქვს. უამრავი კონკრეტული, ტექნიკური და სამართლებრივი აზრი არსებობს, მაგრამ დღეს პოლიტიკური მომენტია, როდესაც ყველას ვალია, ჩვენი პირადი თუ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს და „ქართული ოცნების“ მცდელობას ისინი თავზე დაგვასვან, ყველანაირად დავუპირისპირდეთ. შესაბამისად, ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებელ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ,“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები 9 დეპუტატმა მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.