ანაკლიის პორტის დონის პროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა - გია ვოლსკი
ანაკლიის პორტის დონის პროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა - გია ვოლსკი

A+ A-

15:01 21/02/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ანაკლიის პორტის დონის პროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა.

მისივე განცხადებით, არცერთი ინვესტორი მსგავს პროექტში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ სახელმწიფო არ მონაწილეობს მასში და ამაზე ლონდონში შეკრებილმა აქციონერთა საბჭომ აბსოლუტურად ცხადად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატა თავისი პოზიცია.

“ანაკლიის პორტი არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტი. რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, არც ერთი ასეთი დონის პროექტი, ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობის და ასეთი მასშტაბის, არ განხორციელდება. არცერთი ინვესტორი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს თუკი მასში არ მონაწილეობს სახელმწიფო.

სახელმწიფოს არათუ მონაწილეობა, არამედ ინიციატივა არის თვალსაჩინო. სამწუხაროა, რომ გარკვეულ თემებს პოლიტიკურ სპეკულაციებს აბავენ, რასაც საფუძველი არ აქვს. იგივე ლონდონში შეკრებილი აქციონერთა საბჭო, აბსოლუტურად ცხადად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს თავის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. "თიბისი ბანკისა" და ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადებაც ალბათ ნახეთ. ბრძოლა გარკვეული პოლიტიკური ნიშნებით, პოლიტიკური შეფერილობის წარმოსაჩენად, კვლავ გრძელდება. პოლიტიკური შეფერილობა არათუ არ აქვს, ამის თქმა არის უზნეო ტყუილი, რომელსაც ცდილობენ საზოგადოებაში გაავრცელონ”, - განაცხადა ვოლკსიმ.

ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.