თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული, იცით? - სამართლიანობა აქსესუარი არ არის, ისე მოირგო, როგორც გინდა
თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული, იცით? - სამართლიანობა აქსესუარი არ არის, ისე მოირგო, როგორც გინდა

A+ A-

15:34 21/02/2019

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით,  პროცესი, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას ახლავს თან, არაჯანსაღია და დისკუსია აკლია.

მისივე თქმით, როდესაც პარლამენტში განიხილება მნიშვნელოვანი საკითხი და რვა მოსამართლეს ამწესებენ უვადოდ, ეს არის ინსტიტუტის უპატივცემულობა.

"როდესაც განცხადება ვრცელდება და არ ველაპარაკებით ინიციატორებს, საკუთარ კოლეგებს ინიციატივის შესახებ, ჯანსაღი პროცესი არ არის.  რა არის კანონი? - კანონი არის პოლიტიკისა და ზნეობის ნაჯვარი. ვინ არიან ეს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და კითხვაზე, რა ეშველებათ იმათ, ვინც უკვე უვადოდ დაინიშნა, ვკითხოთ ხალხს. თუ მოსწონთ, რომ კონსტიტუციაში ეწეროს მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. თუ არ მოსწონთ, უნდა შეიცვალოს კონსტიტუციური ნორმა. ვინც ახლა ინიშნება და ინიშნება ამ განხილვების პარალელურ რეჟიმში, არის თუ არა ეს ამ პროცესის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება და მინიმალური პატივისცემა პარლამენტის მიმართ?! ეს რატომ არ აწუხებთ იმ კოლეგებს, რომლებიც ზრუნავენ, საბჭოს ნერვები არ აეშალოს. სწორედ ძალადობრივი რეჟიმის მსახურები იყვნენ ეს მოსამართლეები და არასოდეს დავეთანხმები იმ თეზისს, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი. მოსამართლე არის მსაჯული, რომლესაც მიწაზე გამოაქვს განაჩენი საქართველოს სახელით და მინდა, ვკითხო სწორედ იურიდიული კომიტეტის იმ წევრებს, ვინც მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას – თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული, იცით? და სამართლიანობა აქსესუარი არ არის, მოირგო ისე, როგორც გინდა.  ძალადობრივი რეჟიმის მსახურები დიახ, არ უნდა იყვნენ უვადოდ გამწესებული და დემოკრატიულად უნდა მომხდარიყო მათი ცვლა. ამას ემსახურებოდა ეს პაუზაც. ჩვენ კი არ უნდა გადავნიშნოთ ეს ხალხი ავტომატურად, უვადო რეჟიმში, არამედ 2020 წლამდე რეფორმები და ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. ეს რეალობა გვაქვს დღეს. თუ არავინ  გავყარეთ თავის დროზე სასამართლო სისტემიდან და არ მოვიქეცით ისე, როგორც სააკაშვილი მოექცა მოსამართლეებს, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ თვალი უნდა დაგვეხუჭა ამ პროცესზე, რაც ხდებოდა უვადოდ დანიშვნების დროს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებელ "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები 9 დეპუტატმა მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტს ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.