ავსტრიაში დაკარგულ ქართველ სტუდენტს საქართველოს საელჩო  ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ეძებს
ავსტრიაში დაკარგულ ქართველ სტუდენტს საქართველოს საელჩო  ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ეძებს

A+ A-

×

14:11 28/02/2019

 

ვენაში გაუჩინარებულ ქართველ სტუდენტს საქართველოს საელჩო ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ეძებს.

როგორც "2020NEWS“-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  ავსტრიაში საქართველოს საკონსულო ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტზეა.

"ავსტრიაში საქართველოს  საკონსულოში ქართველი სტუდენტის დაკარგვის შესახებ სატელეფონო შეტყობინება შევიდა. საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან და ოჯახის წევრებთან.  სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია“, - განუცხადეს სააგენტოს უწყებაში.

შეგახსენებთ, ვენაში მეოთხე დღეა ქართველ სტუდენტს ანრი ლომიძეს უშედეგოდ ეძებენ. ის ავსტრიაში ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა.

მისი მეგობრების ინფორმაციით, უკრაინელ სტუდენტებსა და ლომიძეს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა. სწორედ ამის შემდეგ გაქრა ანრი ლომიძეს კვალი.