Brexit-ის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობას მინისტრები ტოვებენ
Brexit-ის  გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობას მინისტრები ტოვებენ

A+ A-

×

11:06 01/03/2019

დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა. Brexit-ის გამო თანამდებობიდან ამჯერად სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელი ჯორჯ ოსტისი გადადგა.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის უკმაყოფილება Brexit-ის შესაძლო გადავადებამ გამოიწვია. მაღალჩინოსნის თქმით, Brexit-ის გადავადებით ქვეყნის იმიჯი ილახება.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ბრიტანეთის მთავრობასა და ბრიუსელს შორის პირობებზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.