ვროკავშირის 20 ქვეყანაში საქართველოს 137 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის 9 ე.წ კანონიერი ქურდია
ვროკავშირის 20 ქვეყანაში საქართველოს 137 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის 9 ე.წ კანონიერი ქურდია

A+ A-

14:38 01/03/2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მამუკა ჭელიძის განცხადებით, 2018 წლიდან დღემდე, ევროკავშირის 20 ქვეყანაში საქართველოს 137 მოქალაქეა დაკავებული. მისივე თქმით, 137 დაკავებულიდან 9 - ე.წ. კანონიერი ქურდია.

"საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდი“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთში 4 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შინაგან სსაქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მათ ქურდულ სამყაროსთან აქვთ კავშირი.