დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე ჰყავს
დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე ჰყავს

A+ A-

16:45 01/03/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა. ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

თამარ გაბუნია ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებში მონაწილეობდა და სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა, მათ შორის ფილიპინებში, კამბოჯაში, ვიეტნამში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ყაზახეთსა და უკრაინაში.

2011-2016 წლებში იყო საქართველოში USAID-ის ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორი.

ცნობისათვის, დავით სერგეენკოს სულ ექვსი მოადგილე ჰყავს - ზაზა ბოხუა, გიორგი წოწკოლაური, თამილა ბარკალაია, გრიგოლ გიორგაძე, მამუკა ცოტნიაშვილი და თამარ გაბუნია.