2552 ხელმეორედ ჩაჭრილი კუსტარული გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები - "ყაზტრანსგაზ-თბილისი" სტატისტიკას ავრცელებს
2552 ხელმეორედ ჩაჭრილი კუსტარული გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები - "ყაზტრანსგაზ-თბილისი" სტატისტიკას ავრცელებს

A+ A-

×

12:18 03/03/2019

"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თებერვლის თვეში დედაქალაქში ხელმეორედ ჩაჭრილი კუსტარული გაზგამათბობლების და წყალგამაცხელებლების სტატისტიკას ავრცელებს რაიონების მიხედვით.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების ყველაზე ხშირი დარღვევა სტატისტიკურად გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორისა და ისნის რაიონებში დაფიქსირდა.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა ის ოჯახები შეამოწმეს სადაც ცოტა ხნით ადრე დარღვევები დააფიქსირეს და გაზის დანადგარები ჩაჭრეს. განმეორებითი შემოწმების დროს კი ბინებში მეპატრონეებს თვითნებურად ჰქონდათ აღდგენილი გაზის მიწოდება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც აღნიშნულ ბინებში მცხოვრებლებს ისე მათ მეზობლებს, რადგან მოიხმარენ ღია კამერიან მკვლელ დანადგარებს და ასევე ხშირად საკვამლე მილი დაერთებული აქვთ კორპუსის სავენტილაციო არხთან, რაც კატეგორიულად აკრძალულია.
მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ სხვა ოჯახების ჯანმრთელობას.

სტატისტიკა ასეთია: გლდანი -399; ჩუღურეთი 378; ნაძალადევი-349; სამგორი 306; ისანი -200; ნუცუბიძე-160; ვაკე- 150; კრწანისი 147; ვაზისუბანი -121; სანზონა – 106; მთაწმინდა- 85; საბურთალო 58; წყნეთი-47; დიდუბე-23; დიღომი 23.

გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩახსნათ ღია კამერიანი გაზის დანადგარები და გაითვალისწინოთ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების რეკომენდაციები“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.