საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

A+ A-

×

00:44 05/03/2019

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ბიძგების სიძლიერემ ოთხი მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი ქობულეთიდან სამ კილომეტრში, სოფელ ალამბართან 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ბიძგები შეგრძნებადი იყო მოსახლეობისთვის.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.