შენი ოცნების ავტომობილი 16 მილიონ ევროდ
შენი ოცნების ავტომობილი 16 მილიონ ევროდ

A+ A-

17:13 06/03/2019

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Bugatti-მ კომპანიის დაფუძნების 110-ე წლისთავი განსაკუთრებულად აღნიშნა და 16 მილიონი ევროს ღირებულების ჰიპერქარი გამოუშვა. ამის შესახებ Fortune-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ ჰიპერქარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია.

ავტომანქანა Volkswagen Group-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფერდინანდ პიეხი გახდა, რომელმაც ავტომანქანა აუქციონის შედეგად, 11 მილიონ ევროდ შეიძინა.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი აღჭურვილია 8 ლიტრი მოცულობის ბენზინის 16 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 1500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის მას 2,5 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 420 კმ/სთ-ს შეადგენს.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე   ყველაზე ძვირადღირებულად Rolls-Royce Sweptail-ითვლებოდა, რომელიც 13 მილიონი დოლარი  ღირდა.