ბაკურიანში მკვლელობა მოხდა
ბაკურიანში მკვლელობა მოხდა

A+ A-

22:15 06/03/2019

ბაკურიანში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად საკუთარ ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.  მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„დაკავებულია 1999 წელს დაბადებული მამაკაცი. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.შსს–მ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.