ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს „ტვიტერში“ქართულ ენაზე გამოეხმაურა
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს „ტვიტერში“ქართულ ენაზე გამოეხმაურა

A+ A-

12:15 07/03/2019

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, ლეიტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსისოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ეხმაურება.

ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში, ქალბატონო პრეზიდენტო. ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.