კავკასიონის უსახელო მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა
კავკასიონის უსახელო მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა

A+ A-

15:56 07/03/2019

საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა, აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3700 მეტრია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის განცხადებით, ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად  მწვერვალისთვის მისი სახელის მისანიჭებლად,  ალპინიადა 2018 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა.

მასში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. მწვერვალის დალაშქვრაში მონაწილეები ოლიმპიურ კომიტეტში გუშინ, 6 მარტს დააჯილდოვეს. მათ საპატიო სიგელები გადაეცათ.

საქართველოს პირველი ეროვნული გმირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ჟიული შარტავა 7 მარტს 75 წლის გახდებოდა.