მამუკა ხაზარაძე რომ არა, არაფერი გამომივიდოდა  - ნინო სურგულაძე  
მამუკა ხაზარაძე რომ არა, არაფერი გამომივიდოდა  - ნინო სურგულაძე   

A+ A-

18:41 07/03/2019

 

ცნობილი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სურგულაძის განცხადებით, რომ არა მამუკა ხაზარაძე,  ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა.

"ადამიანი  სიკეთის ხელშემწყობი, ვუყურებ რაც ხდება მის ირგვლივ და მომინდა საჯაროდ კიდევ ერთხელ გამომეხატა მადლიერება მის მიმართ! ბევრმა შეიძლება იცის კიდეც ჩემი მონაყოლიდან, მაგრამ მაინც გავიხსენებ.

90-იანებში, როგორც გახსოვთ, 4 პრემია ავიღე ბარსელონას საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე, სადაც 40 ქვეყნიდან იყვნენ ასობით წარმომადგენლები( მომღერლები) და რომ არა მამუკა ხაზარაძე, რომელიც პირველი იყო გვერდში მდგომთაგან, არაფერი გამომივიდოდა, რადგან სწორედ ბარსელონამ მომცა ლა სკალას აკადემია და სხვა დიდი და მნიშვნელოვანი ასპარეზი.

არ მიცნობდა პირადად და პირველივე სატელეფონო საუბრის შემდეგ , გადაწყვიტა , გვერდით დამდგომოდა . არასოდეს დამავიწყდება ეს სიკეთე. მამუკა ხაზარაძე მუდამ გვერდით უდგას ნიჭიერ ადამიანებს, ხელოვნებას და სიკეთეს!",- წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.