დემნა გვასალიას ჯინსის ქურთუკი, რომელზეც ქართველი პოეტების სახელებია დატანილი 2,035 ევრო ღირს
დემნა გვასალიას ჯინსის ქურთუკი, რომელზეც ქართველი პოეტების სახელებია დატანილი 2,035 ევრო ღირს

A+ A-

×

12:51 09/03/2019

"Vetements"-ის ჯინსის ქურთუკი, რომელზეც ქართველი პოეტების სახელებია დატანილი, გაყიდვაში გამოვიდა. მისი ფასი 2,035 ევროა. Demna Gvasalia Daily-ის ინსტაგრამზე ამ ქურთუკზე დაწერილი სახელების მოკლე განმარტებაცაა. "Vetements"-ის ჯინსის ქურთუკი ქართველი პოეტების სახელებით.

გსურთ იცოდეთ ვინ არიან ისინი? შოთა რუსთაველი - შუასაუკუნეების ქართველი პოეტი. ის ითვლება საქართველოს ოქროს ხანის გამოჩენილ პოეტად და ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად. რუსთაველი ავტორია წიგნისა "ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ითვლება საქართველოს ეროვნულ ეპიკურ პოემად. ვაჟა ფშაველა - ქართველი პოეტისა და მწერლის, ლუკა რაზიკაშვილის ფსევდონიმია. ის ითვლება ქართულ ლიტერატურაში ყველაზე მაღალი დონის პატრიოტად.

 გალაკტიონ ტაბიძე - იყო მეოცე საუკუნის წამყვანი ქართველი პოეტი, რომლის შემოქმედებამაც დიდი გავლენა მოახდინა შემდეგი თაობის ქართველ პოეტებზე. ქართველი პოეტების გარდა, ქურთუკის მარჯვენა მკლავზე დატანილია წარწერა - სოხუმი 93, მარცხენაზე კი - გალაკტიონის ლექსი "მე და ღამე“.