ბარბი 60 წლის გახდა
ბარბი 60 წლის გახდა

A+ A-

12:54 09/03/2019

მოდური ქერა ლამაზმანის თოჯინა 60 წლის წინ რუთ ჰანდლერმა შექმნა. ჰანდლერმა მოდელ თოჯინას საკუთარი ქალიშვილის, ბარბარას სახელი დაარქვა. პირველი თოჯინა ბარბი 1959 წლის 9 მარტს გამოჩნდა და მას შავ-თეთრი საცურაო კოსტიუმი ეცვა. ბარბი წარმოადგენს კომპანიის Mattel სავაჭრო მარკას. 1958 წელს რუთ ჰანდლერმა თოჯინა ოფიციალურად დააპატენტა.

დებიუტი შედგა 1959 წელს ნიუ იორკის სათამაშოების ყოველწლიურ გამოფენა-გაყიდვაზე. კომპანიამ Mattel პირველად წარმოადგინა თავისი ახალი სათამაშო - გრძელფეხებიანი, ლამაზი, მოდურად ჩაცმული, მაკიაჟით, ფრჩხილებზე მკვეთრი ფერის ლაქით და პერლამუტრის საყურეებით მორთული თოჯინა. ბარბი წარმოდგენილი იყო ორ ვარიანტში: ქერა და შევგვრემანი