ქალი, რომელმაც მომავლინა ამ სამყაროში და ქალი, რომელმაც ეს სამყარო უკეთესი გახადა… ბერა ივანიშვილის 2 მნიშვნელოვანი ქალი
ქალი, რომელმაც მომავლინა ამ სამყაროში და ქალი, რომელმაც ეს სამყარო უკეთესი გახადა… ბერა ივანიშვილის 2 მნიშვნელოვანი ქალი

A+ A-

×

13:21 09/03/2019

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რე­პე­რი შვილი, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი “ინ­სტაგრამზე” დე­დას­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და ქა­ლებს 8 მარტს ულო­ცავს. “ქალი, რო­მელ­მაც მო­მავ­ლი­ნა ამ სამ­ყა­რო­ში და ქალი, რო­მელ­მაც ეს სამ­ყა­რო უკე­თე­სი გა­ხა­და… მთე­ლი გუ­ლით გი­ლო­ცავთ ქალ­თა დღეს!” - წერს ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ვაჟი “ინ­სტაგ­რა­მის” პი­რად გვერ­დზე და დე­დას­თან - ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს­თან და მე­უღ­ლეს­თან, ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ბე­რამ და ნა­ნუ­კამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­ფორ­მეს. წყვილ­მა 5 მარტს მო­ა­წე­რა ხელი.

 ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი და ჯვრის­წე­რა ნო­ემ­ბერ­ში შედ­გა, თუმ­ცა ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია ახ­ლა­ხანს გა­ი­მარ­თა და იგი წყვილ­მა ვიწ­რო წრე­ში აღ­ნიშ­ნა. ბე­რამ და ნა­ნუ­კამ “ინ­სტაგ­რა­მის” პი­რად გვერ­დებ­ზე ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ის ფო­ტო­ე­ბიც გა­ავ­რცე­ლეს. ფო­ტო­ებ­ზე ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი კლა­სი­კურ კოს­ტუმ­შია გა­მო­წყო­ბი­ლი, ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეს კი ჰა­ე­რო­ვა­ნი, ულა­მა­ზე­სი ვარ­დის­ფე­რი კაბა აც­ვია. ფო­ტო­ე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი